1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 90,000.0 ათასი ლარის ოდენობით.
2.
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 90,000.0 ათასი ლარის ოდენობით.
2.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
3.საქართველოს მთავრობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში ამტკიცებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამას და მისი განკარგვის წესს.
4.საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული მუნიციპალური და რეგიონული პროექტების დასაფინანსებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხა გამოიყოფა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების შემთხვევაში.
5.მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი განისაზღვროს 20,000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი განისაზღვროს 20,000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებით ჩამოჭრილი თანხები ასახოს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდით გათვალისწინებულ ასიგნებებში.
7.საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.