1.საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები არ არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ.
