1.საუბნო საარჩევნო კომისია: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბანში უზრუნველყოფს , და გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომების ან უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არაუგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით; გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას; დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი; ვ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსებისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ითვლება საარჩევნო ბიულეტენები; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას; ზ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესსა და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; თ) უზრუნველყოფს კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის; ი) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ კენჭისყრის შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ; კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
Article 29. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
Topics:Human Rights Law
