Article 37. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია
1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის საფუძველზე, თუ: ა) ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლა; ბ) ამომრჩეველი პატიმრობაში იმყოფება; გ) ამომრჩეველი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება; დ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი; ე) ამომრჩეველი: ე.ა) მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის იმ ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორს მდებარეობს; ე.ბ) ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირია და კენჭისყრის დღეს განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს; ე.გ) მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურებრივი პირობების გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს; ვ) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.
