ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები, ამომრჩეველი შემოხაზავს მხოლოდ იმ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის რიგით ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას, დანარჩენებს კი გადახაზავს.
3.მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების თაობაზე, ამომრჩეველი შემოხაზავს არაუმეტეს იმდენი კანდიდატის რიგით ნომერს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი შესაბამის საარჩევნო ოლქში.
4.თუ ამომრჩეველს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მას შეუძლია დაუყოვნებლივ მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან მდივანს, ჩააბაროს გაფუჭებული ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე და ცალკე შეინახება.
5.შევსებულ ბიულეტენს ამომრჩეველი უშვებს საარჩევნო ყუთში.
6.კენჭისყრის შენობა იღება 7 საათზე და იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის შენობაში მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა.
The amendments this article has been through
Relates to data requirements outlined in Article 82 and thresholds for candidate registration (30,000 signatures).
amending act №15622These lawyers work in the legal area related to this article.