1.სარეფერენდუმო ბიულეტენებს ამომრჩევლები ავსებენ ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. რეფერენდუმის მონაწილე შემოხაზავს ბიულეტენში მითითებული პასუხის იმ ვარიანტს, რომელსაც მხარს უჭერს.
2.ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში სხვა პირის ყოფნა. ამომრჩეველს, რომელსაც არა აქვს ბიულეტენის დამოუკიდბლად შევსების საშუალება, შეუძლია კაბინაში ან ოთახში მიიწვიოს სხვა ამომრჩეველი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა.
3.შევსებულ ბიულეტენს კენჭისყრის მონაწილე პირადად უშვებს კენჭისყრის ყუთში.
