1.საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 6 საათსა და 45 წუთზე.
2.
1.საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 6 საათსა და 45 წუთზე.
2.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
Always up-to-date legal framework
3.თუ კენჭისყრის დღეს აღმოჩნდა, რომ სპეციალური ჯგუფის არსებული შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ იკრიბება და განკარგულებით სპეციალური ჯგუფის არსებულ შემადგენლობას ამატებს იმდენ წევრს, რამდენიც უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ ჯგუფს ერთდროულად არ ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ან არ ჰყავს სპეციალური ჯგუფის მდივანი ან/და მათ არ შეუძლიათ ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, სპეციალური ჯგუფი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ წევრთაგან დაუყოვნებლივ ირჩევს სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარეს ან მდივანს.
4.საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. ჩანაწერთა წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და მომდევნო გვერდებზედაც ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი.
5.თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა დააფიქსირა (აღმოაჩინა) დარღვევა საჩივრის რეგისტრაციისას, ამ საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.
6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით; ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას; გ) ამოწმებს და ცესკოს მიერ დადგენილი წესით, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს ძირითად საარჩევნო ყუთსა და გადასატან საარჩევნო ყუთს.
7.ამომრჩეველთა რეგისტრატორ თითოეულ კომისიის წევრს გადაეცემა ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან ყველა საარჩევნო ბიულეტენის გაცემის შემდეგ ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს გადაეცემა მეორე ბლოკნოტი და ა. შ..
8.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და ეს მონაცემები (გარდა სპეციალური კონვერტების რაოდენობისა) შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
9.საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი საკონტროლო ფურცლებს სამ ეგზემპლარად ავსებენ. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.
10.კენჭისყრა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათზე.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.