1.საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი).
2.ჩანაწერთა წიგნი იწარმოება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისთვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენები ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ სხვა ენაზედაც იბეჭდება, ჩანაწერთა წიგნი შეიძლება იწარმოებოდეს შესაბამის ენაზედაც.
