ადმინისტრაციის საქმიანობის საჯაროობა 1 . საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის , გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ადმინისტრაციის საქმიანობის საჯაროობა 1 . საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის , გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
Closest in meaning — including in other laws
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში , ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს . საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
3.საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა . მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებსა და კომისიის წარმომადგენლებს , შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებს , შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს , შესაბამის კომისიაში საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს , შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს , ცესკოში /უსკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად .
4.კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ : ა ) ცესკოს , უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ; ბ ) ცესკოს , უსკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ; გ ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ; დ ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს ; ე ) დამკვირვებლებს .
5.კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლია აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება , კენჭისყრის კაბინის გარდა . საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე ( გარდა უსკოს დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა ) შეუძლია აწარმოოს კომისიის სხდომის ფოტოვიდეოგადაღება . აკრძალულია ისეთი ინფორმაციის ( მონაცემების ) ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება , რომელიც ( რომლებიც ), საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ ან/ და ამ კანონის შესაბამისად , არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ ან/ და ამ კანონით . კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღება აკრძალულია .
6.თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე (გარდა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა) შეუძლია აწარმოოს კომისიის სხდომის ფოტოვიდეოგადაღება.
These lawyers work in the legal area related to this article.