აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას , რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში , რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია . საოლქო საარჩევნო კომისია დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის უსკოს .
3.რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე -10 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და უნდა წარუდგინოს მას მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი . განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის ( ოლქების ) დასახელება ( დასახელებები ), სადაც ეს ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს . საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს . რეგისტრაციის ბოლო დღეს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარედგინოს აგრეთვე ამ მუხლის მე -8 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების სია .
4.ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ამონაწერი , რომელიც მოამზადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ , გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში . ამ ამონაწერში მითითებული უნდა იყოს ( იყვნენ ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი ( პირები ).
5.რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე -7 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს უ სკოს და უნდა წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი . თუ დამკვირვებელი ( დამკვირვებელთა ჯგუფი ) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია , მან მხოლოდ განცხადება უნდა წარადგინოს . უ სკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში , მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე -4 დღისა , წყვეტს ამ პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის , დამკვირვებლის ( დამკვირვებელთა ჯგუფის ) რეგისტრაციის საკითხს .
6.საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს , დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე , თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს . რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საარჩევნო კომისიის განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და დამკვირვებელ ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა . საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში , რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში .
7.უსკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრ ის დღემდე არაუგვიანეს მე -2 დღისა უსკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებლ ის/თარჯიმნის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია და მ ისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ ი ს ფოტოასლი . ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას განკარგულებით ადგენს უსკო .
8.უსკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე - 10 დღისა უსკოს მდივანს უსკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება . ამ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს , რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის 56 - ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს , აგრეთვე უსკოს , საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია ( გვარის , სახელის , მისამართისა ( საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ) და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით ) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი . საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს იმავე ვადაში და იმავე ფორმით უნდა წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ან / და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია და აღნიშნული დოკუმენტები .
9.რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან / და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში , რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი , რომლითაც დასტურდება , რომ საარჩევნო სუბიექტად / საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება . ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია .
10.თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია ამ მუხლის მე -7 ან მე -8 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს დამკვირვებ ლების შესახებ ინფორმაციას / დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას , აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება . 1 1 . უ სკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს , ამ კანონის 51 - ე მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით განახორციელოს დაკვირვება ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში . 1 2 . საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებ ლების/თარჯიმნების (არსებობის შემთხვევაში) სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე -2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი /თარჯიმანი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის /თარჯიმნის მოწმობა , რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი .
13.საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი და ის დამკვირვებელი , რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში , უფლებამოსილი არიან კენჭისყრის დღეს ამ კანონის 51 - ე მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით განახორციელონ დაკვირვება შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში .
14.თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია შესაბამის კომისიას მიმართავს განცხადებით რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაციის / დანიშნული დამკვირვებლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე , აღნიშნული განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციის / დამკვირვებლების რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება .
These lawyers work in the legal area related to this article.