1.არანებაყოფლობითი სტაციონირებისას ექიმ-ფსიქიატრთა კომისია ყოველთვიურად (აუცილებელ შემთხვევებში უფრო მოკლე პერიოდშიც) განიხილავს არანებაყოფლობითი მკურნალობის გაგრძელების, შეცვლის ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხს.
2.მკურნალი ექიმი სამედიცინო ისტორიაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს კომისიის წევრთა ხელმოწერით და თარიღის მითითებით.
