საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, ან მის კმაყოფაზეა სხვა პირი, რომელიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩება, პროკურორი და სასამართლო ვალდებული არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავს, სხვა პირს ან შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება, – განახორციელონ მისი დაცვის ღონისძიება.
2.გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, რის თაობაზედაც გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვის, ან/და კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.
These lawyers work in the legal area related to this article.