Closest in meaning — including in other laws
პროკურატურის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად შევიდეს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა განთავსების დაწესებულებებში, ნებისმიერ დროს: ა) ჩაატაროს შემოწმება თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა განთავსების იმ დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს; ბ) გამოკითხოს დაკავებული, დაპატიმრებული, მსჯავრდებული და პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები; გ) გაეცნოს დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზე პირს აღკვეთილი ან შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება; დ) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა იძულებითი ღონისძიებებისადმი დაქვემდებარებული პირის გასათავისუფლებლად.
2.პროკურორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
These lawyers work in the legal area related to this article.