იმ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც მსჯავრდებულს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით შეატყობინოს ამის შესახებ განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე მსჯავრდებულის თხოვნით − სხვა პირს ან/და მსჯავრდებულის ადვოკატს. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლის შემთხვევაზე. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №945 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3998 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 281. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ
Consolidation №178 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
Topics:Data Breach Management


