საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 311. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე 1 “ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით − შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის ვადაში. საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი № 5925 – ვებგვერდი, 1 9 .0 4 .201 2 წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5011 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
