საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 58. ინფორმაცია და განმარტება
1. პროკურორმა დაზარალებულის მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ უნდა შეატყობინოს მას შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო: ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან; ბ) წინასასამართლო სხდომა; გ) სასამართლოს მთავარი სხდომა; დ) სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომა; ე) სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომა; ვ) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს წერილობით უნდა გადაეცეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი საშუალებით გადაცემა გონივრულია მოცემულ გარემოებებში და საკმარის დროს იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 2 1 . შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაზარალებულს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შეზღუდვიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროების გათვალისწინებით.
3. პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადება. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი VII 1 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2270 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
