1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზანია მოწმისთვის და დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი ვიქტიმიზაციისა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.
3.პროკურორი ან გამომძიებელი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით.
4.მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხს პროკურორი განიხილავს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო გამომძიებელი − საქმის სასამართლოში წარმართვამდე.
5.პროკურორმა ან გამომძიებელმა მის მიერ მიღებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს და უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მოწმის/დაზარალებულის საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
6.როდესაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისთვის ცნობილი გახდება მისი სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს მოწმეს/დაზარალებულს. მოწმეს/დაზარალებულს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2270 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
These lawyers work in the legal area related to this article.