1.ყოველი მოწმე ცალკე უნდა დაიკითხოს. მოწმეები, რომლებსაც ჯერ არ მიუციათ ჩვენება, არ უნდა იყვნენ სხდომის დარბაზში. დაკითხული მოწმეები რჩებიან სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დამთავრებამდე და არ შეუძლიათ გავიდნენ დარბაზიდან სასამართლოს ნებართვის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი



