საქართველოს კანონი „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“.
Article 11. აივ ინფიცირებულთა / შიდსით დაავადებულთა პასუხისმგებლობა და მოვალეობა
1. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს სხვა პირისთვის შიდსის შეყრის საფრთხის შექმნისათვის და შიდსის გადაცემისათვის .
2. აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული , რომლისთვისაც ცნობილია საკუთარი აივ დადებითი სტატუსი , ვალდებულია დადგენილი წესით აცნობოს მეუღლეს/სქესობრივ პარტნიორს საკუთარი აივ ინფიცირების შესახებ .
