საქართველოს კანონი „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“.
Article 4. აივ ინფექცია / შიდსის საპასუხო ღონისძიებების კოორდინაცია
1. საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისა და კოორდინირებული უწყებათაშორისი მუშაობის უზრუნველსაყოფად იქმნება ერთიანი სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო ( შემდგომში – საბჭო ).
2. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით , რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .
3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით , საქართველოს კანონებით , კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და დებულებით .
4. საბჭო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფო , ადგილობრივ , საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციათა ( დაწესებულებათა ) შეთანხმებულ მოქმედებებს , განახორციელოს მათი საქმიანობის მონიტორინგი , გამოითხოვოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაცია , მოიძიოს შესაბამისი რესურსები საქართველოში აივ ინფექცია / შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით , ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება აივ ინფექცია / შიდსთან დაკავშირებულ საკითხებზე , მონაწილეობა მიიღოს აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავებაში , შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას , უზრუნველყოს ქვეყანაში აივ ინფექცია / შიდსის საპასუხო ღონისძიებებთან დაკავშირებული ინიციატივების/საკითხების სამთავრობო დონეზე განხილვა და გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების ხელშეწყობა .
