1.(ამოღებულია - 08.02.2017, №255) .
2.უზენაეს სასამართლოში იქმნება: ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დ) დიდი პალატა; ე) პლენუმი; ვ) სადისციპლინო პალატა; ზ) საკვალიფიკაციო პალატა.
3.უზენაეს სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეების უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
