1.უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო პალატისა და საკვალიფიკაციო პალატისა) არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მისი განსჯადობისთვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს.
2.უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა დიდი პალატისა) საქმეს განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით.
3.საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) (ამოღებულია). საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონი №3620 - სსმ I, №52, 30.09.2010წ., მუხ.334 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის ორგანული კანონი №3959 - სსმ I, №73, 23.12.2010წ., მუხ.439 საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1324 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.




