1.გადამზადების ყოველწლიური ღონისძიებების პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ გადამზადების მსურველი დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას. განცხადებაში უნდა მიეთითოს, რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული კონკრეტულად ამ ღონისძიებაში მონაწილეობით.
2.სკოლის დირექცია ვალდებულია განიხილოს გადამზადების მსურველის განცხადება და უპასუხოს ამ განცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მაგრამ გადამზადების ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.
3.გადამზადებაში მონაწილეობაზე სკოლის დირექციის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
4.გადამზადების კურსის ჩატარებისა და ამ კურსში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
