1.გადამზადება ხორციელდება სხვადასხვა სახის სემინარის, სასწავლო კურსისა და კონფერენციის, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების, აგრეთვე დისკუსიის მოწყობის გზით.
2.გადამზადების პროცესს წარმართავენ სკოლის მასწავლებლები.
3.გადამზადების მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, აგრეთვე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესები და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით.
4.გადამზადების კურსის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამას ადგენს სკოლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით და წარუდგენს სკოლის დირექტორს, რომელიც ამ პროგრამას განიხილავს და ყოველი წლის ოქტომბერში დასამტკიცებლად წარუდგენს დამოუკიდებელ საბჭოს.
5.გადამზადების პროგრამის შედგენისას სკოლა რეკომენდაციისათვის მიმართავს პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეებს.
6.ამ კანონის შესაბამისად გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირის კვალიფიკაციის ამაღლება შეიძლება განხორციელდეს უცხო ქვეყნების ავტორიტეტულ სასწავლო ორგანიზაციებში სწავლების ან/და სტაჟირების გზით. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.





