1.ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნისას იუსტიციის მინისტრი სანოტარო ბიუროს განთავსების ადგილად ამ კანონის მე-11 მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებას უთითებს.
2.ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა , რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე -11 მუხლის პირველი ან მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გაივლის კონკურსს , რომლის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი .
