Article 47. სანოტარო მოქმედების შესრულების უფლების შეზღუდვა
1. ნოტარიუსებს და პირებს, რომლებიც ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლების თანახმად ასრულებენ სანოტარო მოქმედებებს, უფლება არ აქვთ, შეასრულონ სანოტარო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობენ (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) თავად ისინი ან მათი მშობლები, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, პაპები, ბებიები, ძმები, დები, მეუღლის მშობლები.
2. ნოტარიუსს უფლება არა აქვს, დაადასტუროს გარიგება, რომელშიც მონაწილეობს საწარმო, რომელიც დაფუძნებულია ამ ნოტარიუსის, მისი მეუღლის, მშობლის, შვილის, დის ან ძმის კუთვნილ კაპიტალზე, და ეს ფაქტი ცნობილია ნოტარიუსისათვის.
3. ამ მუხლის დარღვევით შესრულებული სანოტარო მოქმედება ბათილია. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1968 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ნოტარიატის შესახებ
