„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Closest in meaning — including in other laws
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
1.ნოტარიუსს ეკრძალება უსაფუძვლო უარის თქმა სანოტარო მოქმედების შესრულებასა და/ან პროფესიული მომსახურების გაწევაზე.
2.ნოტარიუსი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სანოტარო მომსახურების გაწევაზე მის მიმართ ან სანოტარო ბიუროს სხვა თანამშრომლის მიმართ კლიენტის არაეთიკური დამოკიდებულების გამო.
3.სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის გაცხადებისას, კლიენტის მოთხოვნით, ნოტარიუსი გამოსცემს წერილობით დადგენილებას, რომელშიც მიეთითება: ა) ნოტარიუსის სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი; ბ) დადგენილების მიღების თარიღი; გ) იმ პირის მონაცემები, რომელსაც ეთქვა უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე; დ) საქმის გარემოებები და სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები; ე) გასაჩივრების წესი.
4.დადგენილების გაცემას არ აბრკოლებს სანოტარო მოქმედების მთხოვნელი პირის არაქმედუნარიანობის/შეზღუდულქმედუნარიანობის შესახებ ეჭვის არსებობა.
5.დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ გაიცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
6.ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფლის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
The amendments this article has been through
A notary’s refusal to perform a notarial act can be appealed to court based on the location of the notary bureau.
amending act №1564693Addition of a requirement to attach an electronic copy (scanned version) of the refusal order when registering a notary's refusal to perform a notarial act in the Notarial Registry.
amending act №1081537These lawyers work in the legal area related to this article.