„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Closest in meaning — including in other laws
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
1.სანოტარო მოქმედება სრულდება შესაბამისი მოქმედების შესრულებისათვის სავალდებულო ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ.
2.თუ სანოტარო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტის საფუძველზე, ეს დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ ნორმებს.
3.თუ კანონმდებლობით სხვა რამ არის გათვალისწინებული, სანოტარო მოქმედების შესრულების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს, ნოტარიუსის ან საჯარო უფლებამოსი-ლებით აღჭურვილი სხვა პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული (შესრულებული, დამოწმებული) დოკუმენტი (მათ შორის, მართვის ავტომატური საშუალებებით გამოცემული დოკუმენტი) ან ნოტარიუსის მიერ ფაქტების და მოვლენების უშუალოდ აღქმა.
4.ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს დედანი ან დამოწმებული ასლი, ან მართვის ავტომატური საშუალებებით მიღებული დოკუმენტის ელექტრონული ასლი, რომლის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია ნოტარიუსის მიერ საჯარო მონაცემთა ბაზასთან უშუალო კავშირით. ნოტარიუსისათვის წარდგენილი დოკუმენტის დედანი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო ფორმას. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტისათვის კანონმდებლობით არ არის დადგენილი სავალდებულო სანოტარო ფორმა, დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების წესის დაცვა არ არის აუცილებელი, თუ დოკუმენტი შედგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, გარდა რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისა.
5.სანოტარო მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი და/ან გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება, აგრეთვე, ფანქრით შედგენილი დოკუმენტები. ამასთან, ეს აკრძალვა არ გამორიცხავს ამგვარი დოკუმენტების ფოტოასლების დედანთან შესაბამისობის დამოწმებას ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
6.სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს ნოტარიუსი საქმისწარმოებაში მიიღებს, თუ ისინი ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება.
7.თუ ამ ინსტრუქციით ან სხვა ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჯარო აქტის დამოწმებისას ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოგზავნილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია გამომგზავნის (წყაროს) უტყუარი იდენტიფიკაცია და დოკუმენტი მიღებულია ისეთი არხებით ან საშუალებებით, რაც გამორიცხავს მის შინაარსში მესამე პირთა არაავტორიზებულ ჩარევას.
These lawyers work in the legal area related to this article.