1.ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არა უგვიანეს 1 ნოემბრისა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.
1.ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არა უგვიანეს 1 ნოემბრისა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარედგინება ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი.
3.ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით: ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები; ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა; ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა; ბ.დ) ვალდებულებების კლება; გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით; დ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას; ე) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით; ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას; ვ 1 ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს; ზ) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს.
4.წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს: ა) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზების შესახებ; ბ) მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას; გ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. დ) დამატებით ინფორმაციას ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ; ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ბ“ და „ბ 2 .ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; ვ) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 3 .ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ; ზ) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული და შეფასებული იმ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელთა დასაწყებად ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმისშემდგომი სამი წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის აღწერას, ღირებულებას, განხორციელების ვადებსა და მოსალოდნელ შედეგებს.
5.ამ მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.
6.ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.
7.ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენისთანავე.
8.ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ბ“ და „ბ 2 .ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 30 ნოემბრის კანონი №1395 - ვებგვერდი, 08.12.2017წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.