1.საბიუჯეტო წლის დაწყებამდე სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ბიუჯეტის დამტკიცებამდე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.
