Article 65. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა
1. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან.
3. მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობებით და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.
4. საქართველოს ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მუნიციპალიტეტის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
