1.ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისთვის.
1.ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისთვის.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
3.შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს.
4.ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტებს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.
5.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.
6.თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ − საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.
7.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება. 7 1 . მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
8.ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 20 დღისა მუნიციპალიტეტი (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს. 8 1 . ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .გ“ და „ბ 2 .გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.წლიური ბიუჯეტი უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოებისათვის. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1599 - ვებგვერდი, 03.12 .2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1267 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2437 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.