Article 89^1. საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებ ი
1. საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება , რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს : ა ) ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას ; ბ ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს ; გ ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს ; დ) მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებს; ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს.
2. საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით .
3. ამ თავით გათვალისწინებული ფონდების გარდა , სხვა საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით . საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №98 - ვებგვერდი, 23.12.2016წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
