1.საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული , რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს: ა) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას; ბ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას; გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს; დ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს; ე) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს; ვ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს; ზ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებს.
