1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა: ა) ხარჯები; ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებისთვის მიმართული სახსრები); გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებისთვის მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა); დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვისთვის მიმართული სახსრები).
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
