განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
Article 32^2. საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელახალი ავტორიზაცია და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია
1. იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011–2015 წლებში, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუგრძელდეს 1 წლით.
2. 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად საქართველოს მთავრობის განკარგულებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციისათვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვროს 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების 2018–2022 წლებში ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალით“ (დანართი №4) გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით. 2 1 . 2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია) აკრედიტებულად ჩაითვალოს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე. 2 2 . ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2 3 . უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა 2021 წლის 1 მარტამდე ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისამდე. 2 4 . უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2 5 . დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისამდე.
