განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
Article 15. ავტორიზაციის პირობების შემოწმება და ავტორიზაციის გაუქმება
1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. ამასთანავე, ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან ავტორიზაციის დებულების შესაბამისად აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ 60 დღეზე მეტი ვადა.
2. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით. 2 1 . ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ წარედგინება. ცენტრისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2 2 . ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს თვითშეფასება ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით.
