For information only — not legal advice.
1. ავტორიზაციის შედეგად იურიდიული პირი მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და იგი უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 9 წელია.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მიზნებისთვის დამოუკიდებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებია: ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; ბ) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; დ) უცხოურ ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; ე) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, აგრეთვე ის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელების უფლებაც მან ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა.
6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აგრეთვე უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე მოიპოვოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლება.
7. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მათ შორის, ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები.
8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს ეთვლება შესაბამისი მომენტისთვის დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამა. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 348 – ვებგვერდი, 28.03.2013წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4785 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3959 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
Closest in meaning — including in other laws
ზოგადი განათლების შესახებ