1.საქართველოს სასამართლოების განსჯადობა არ ვრცელდება საქართველოში სამსახურებრივი მოწვევით მყოფ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებზე და მათ თანმხლებ პირებზე.
2.საქართველოს სასამართლოების განსჯადობა არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ზოგადი წესების ან სამართლის სხვა ნორმების შესაბამისად თავისუფლდებიან საქართველოს განსჯადობისაგან.
