LegalGELegalGE
ჩვენ შესახებსპეციალისტებიორგანიზაციებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიორგანიზაციებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
LEGAL.GELEGAL.GE

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • სერვისები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ტრენინგები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

დაბრუნდი პანელზე

კითხვიდან შერჩეული შედეგები

ვიპოვეთ სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ

გადახედე ამოცნობილ მიმართულებებს, აირჩიე 1-3 სპეციალისტი და გაუგზავნე ერთი კითხვა შერჩეულ სპეციალისტს/სპეციალისტებს.

როგორ შეირჩა სია

სისტემამ კითხვა შეადარა სამართლის მიმართულებებს და აჩვენა სპეციალისტები, რომლებსაც ამ თემებზე მუშაობენ.

შენი აღწერილი პრობლემა

მაქს. 3 სპეციალისტი

ბინადრობის ნებართვის გაგრძელება უძრავი ქონებით 2026: ზღვარი $150 000 — მიგრაცია და ბინადრობა

 

ამოცნობილი მიმართულება

მიგრაცია და იმიგრაციის სამართალი › ვიზები და ბინადრობასამოქალაქო სამართალი › საკუთრების სამართალი
მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილებიშეგიძლია ერთდროულად 3-მდე სპეციალისტს მისწეროკითხვა ინახება კონფიდენციალურად
მაქს. 3 სპეციალისტიშესაბამისი მიმართულებები:მიგრაცია და იმიგრაციის სამართალი › ვიზები და ბინადრობა · სამოქალაქო სამართალი › საკუთრების სამართალი

აირჩიე სპეციალისტები, ვისაც კითხვა გაეგზავნება

ბარათზე დაჭერით მონიშნავ სპეციალისტს. პროფილის ნახვა შეგიძლია ცალკე გახსნილი ბმულით, ხოლო კითხვა ამ გვერდზე არ დაიკარგება.

სრული დირექტორიის ნახვა

შერჩეული სპეციალისტები

ნაპოვნია 4 სპეციალისტი

მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილები
მორის გიგაური | legal.ge

მორის გიგაური

იურისტი

ტოპ ავტორი

მორის გიგაური არის იურისტი, რომლის აკადემიური და პროფესიული გზა გამორჩეულია სამართლის სფეროში მიღწეული უწყვეტი პროგრესით. 2017-2021 წლებში მან წარჩინებით დაასრულა ბაკალავრიატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. 2021-2023 წლებში იმავე უნივერსიტეტში წარჩინებით მიიღო კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2024-2025 წლებში მორისმა წარმატებით დაასრულა მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) იურისტთა სპეციალიზაციის ონლაინ კურსი, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების ევროპულ სამართალზე. მორისს ჩაბარებული აქვს შემდეგი პროფესიული გამოცდები: — ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაცია) — მედიატორობის მსურველ პირთა სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების დამადასტურებელ შემოწმებას. მისი კარიერული გამოცდილება მოიცავს მუშაობას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 2022 წლიდან დღემდე მორისი დასაქმებულია BDO ლეგალში (BDO საქართველო) იურისტის პოზიციაზე, სადაც სამართლებრივ მომსახურებას უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს. 2023 წლიდან იგი თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, სადაც უძღვება ტრენინგებს, ლექციებსა და სემინარებს სამართლის სხვადასხვა მიმართულებით -მათ შორის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის. მანამდე, 2020-2021 წლებში, მორისი მუშაობდა „სოხაძე, ბარამაშვილი და პარტნიორებში“ და მუდმივმოქმედ არბიტრაჟში „სამართლიანი არბიტრი“ უმცროს იურისტად. მორისის პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერას, ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციას, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სამართლებრივ მართვას. თუმცა, მისი ყველაზე ძლიერი და უკვე ოთხწლიანი გამოცდილება დაკავშირებულია საიმიგრაციო სამართალთან, რომელშიც მას მომზადებული აქვს 1000-ზე მეტი წარმატებულად დამუშავებული საიმიგრაციო საქმე.

პროფილის ნახვა
პროფილი
ნინო ლიპარტია | legal.ge

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

GBA
აქტიური ავტორი

ნინო ლიპარტია — სამართლის დოქტორი (PhD), ადვოკატი, სამედიცინო, შრომისა და სადაზღვევო სამართლის სპეციალისტი, 15+ წლიანი მრავალმხრივი პროფესიული გამოცდილებით. არის „Medical Disputes Centre“-ის დამფუძნებელი და პარტნიორი. ამჟამად წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, UN Global Compact Network Georgia-ს საბჭოს წევრს, კლინიკა „იმედის“ მთავარ იურიდიულ მრჩეველს და ორგანიზაციის „Georgian Lawyers for Independent Profession“ აღმასრულებელ დირექტორს. ასევე არის აზიისა და ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მრავალი წლის განმავლობაში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს სადაზღვევო სექტორში, მათ შორის იყო იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი „Ardi Insurance“-ში და მთავარი იურიდიული მრჩეველი სადაზღვევო კომპანია „Avtografi“-ში. აქვს პრაქტიკული გამოცდილება ადვოკატურ საქმიანობაში, წარმომადგენლობით სასამართლო და საარბიტრაჟო დავებში, ასევე მუშაობს არბიტრად დავების გადაწყვეტის ცენტრში (DRC). აკადემიური და პედაგოგიური მიმართულებით არის ასოცირებული პროფესორი და ლექტორი რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში (Ilia State University, Grigol Robakidze University, Sulkhan-Saba University, Tbilisi State University და სხვ.), სადაც კითხულობს კურსებს სამედიცინო, შრომისა და ადამიანის უფლებათა სამართალში. ასევე აქტიურად მონაწილეობს პროფესიული ტრენინგების ჩატარებაში როგორც ტრენერი და პროგრამების ხელმძღვანელი. არის „Legal Profession Development Center“-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მრავალი პროფესიული ფორუმისა და ტრენინგის ორგანიზატორი და სპიკერი. საერთაშორისო დონეზე მონაწილეობს კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში როგორც სპიკერი და დელეგატი (ევროპა, აზია), სადაც მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: • სამედიცინო სამართალსა და ბიოეთიკას • პაციენტის ინფორმირებულ თანხმობასა და ავტონომიას • ვაქცინაციის სამართლებრივ და ეთიკურ საკითხებს • ჯანდაცვის სისტემაში სამართლებრივ რეგულირებასა და პასუხისმგებლობას • ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი, მათ შორის სამოქალაქო სამართლის კომენტარების, შრომის სამართლისა და ალტერნატიული დავების გადაწყვეტის (ADR) მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს პრაქტიკულ იურიდიულ გამოცდილებას, აკადემიურ ცოდნასა და საერთაშორისო ხედვას, რაც მიმართულია სამართლებრივი სტანდარტების გაუმჯობესებისა და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების განვითარებაზე.

პროფილის ნახვა
პროფილი
სალომე მიქაუტაძე | legal.ge

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

GBA

განათლება ბაკალავრი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2012-2016 - ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნე მაგისტრანტი - კავკასიის უნივერსიტეტი - 2016-2019 - სამართალი, სამართალმცოდნე სამუშაო გამოცდილება ადვოკატი - საერთო სპეციალიზაცია (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი) , მათ შორის დამატებითი სპეციალიზაციები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვის უფლებებში. ვმუშაობ წარმატებით სამართლის ყველა მიმართულებით. გთავაზობთ, წარმომადგენლობას საგამოძიებო ორგანოებში, კერძო და საჯარო დაწესებულებებში, სასამართლოში, კვალიფიციურ კონსულტაციებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტებზე მუშაობას. აქტიურად ვთანამშრომლობ კერძო კომპანიებთან, ბიზნეს სამართლის მიმართულებით გთავაზობთ მომსახურებას. ჩემი გამოცდილება ადვოკატობამდე მოიცავს, იურისტად მუშაობას სხვადასხვა კერძო კომპანიასთან. ასევე აქტიურად ვიყავი ჩართული საიას სხვადასხვა პროექტში. 2014 წლიდან ვარ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. ვატარებ ტრენინგებს სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის სამართლის მოთხოვნად თემებზე.

პროფილის ნახვა
პროფილი
ირაკლი ღლონტი | legal.ge

ირაკლი ღლონტი

იურისტი

ირაკლი ღლონტი არის იურისტი და ბიზნეს სამართლის სპეციალისტი, რომელსაც 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ბიზნესის, ინვესტორებისა და კერძო პირების სამართლებრივი ინტერესების დაცვაში. მისი პრაქტიკა მოიცავს ბიზნეს საქმიანობის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, კორპორაციულ სამართალს, კომერციულ ურთიერთობებს, მოლაპარაკებების წარმოებას, სამართლებრივი რისკების მართვასა და ადამიანის უფლებათა დაცვას, წარმომადგენლობას სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან, მსხვილ კომპანიებთან და სხვადასხვა სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან. როგორც იურიდიული კომპანია „ირაკლი ღლონტი და პარტნიორების“ დამფუძნებელი და დირექტორი, იგი კლიენტებს სთავაზობს არა მხოლოდ სამართლებრივ მომსახურებას, არამედ ბიზნესზე ორიენტირებულ, პრაქტიკულ და შედეგზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. მისი პროფესიული გამოცდილება სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო და პოლიტიკურ სექტორებში საშუალებას აძლევს, კომპლექსური სამართლებრივი და ბიზნეს გამოწვევები ფართო ხედვითა და სტრატეგიული მიდგომით შეაფასოს. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ირაკლი ღლონტი გახლდათ არაერთი საერთაშორისო კონფერენციის სპიკერი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის ,,რეფორმატორები''-ის ლიდერი, თავმჯდომარე და ქ. თბილისის მერობის კანდიდატი, რაც მის ლიდერულ და საზოგადოებრივ გამოცდილებას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. 2007 – 2008 - ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის იურისტი; 2009-2010 - ქ.თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამდივნოს (აპარატის) უფროსი; 2010-2012 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - სამმართველოს უფროსი; 2012 - 2014 -შპს ქართული კაპიტალის მართვის ჯგუფის დირექტორი; 2014-2018 - პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები''-ს თავმჯდომარე; ლიდერი; 2014 - ქ. თბილისის მერობის კანდიდატი; 2018 წლიდან დღემდე - იურიდიული კომპანია შპს ,,ირაკლი ღლონტი და პარტნიორები''-ს დირექტორი;

პროფილის ნახვა
პროფილი