Legal.geLegal.ge
ჩვენ შესახებსპეციალისტებიორგანიზაციებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიორგანიზაციებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.geLegal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ტრენინგები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

დაბრუნდი პანელზე

კითხვიდან შერჩეული შედეგები

ვიპოვეთ სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ

გადახედე ამოცნობილ მიმართულებებს, აირჩიე 1-3 სპეციალისტი და გაუგზავნე ერთი კითხვა შერჩეულ სპეციალისტს/სპეციალისტებს.

როგორ შეირჩა სია

სისტემამ კითხვა შეადარა სამართლის მიმართულებებს და აჩვენა სპეციალისტები, რომლებსაც ამ თემებზე მუშაობენ.

შენი აღწერილი პრობლემა

მაქს. 3 სპეციალისტი

მჭირდება იურიდიული დახმარება: „მეზღვაურთა შრომის შესახებ", მუხლი 29.

 

ამოცნობილი მიმართულება

შრომის სამართალი
მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილებიშეგიძლია ერთდროულად 3-მდე სპეციალისტს მისწეროკითხვა ინახება კონფიდენციალურად
მაქს. 3 სპეციალისტიშესაბამისი მიმართულებები:შრომის სამართალი

აირჩიე სპეციალისტები, ვისაც კითხვა გაეგზავნება

ბარათზე დაჭერით მონიშნავ სპეციალისტს. პროფილის ნახვა შეგიძლია ცალკე გახსნილი ბმულით, ხოლო კითხვა ამ გვერდზე არ დაიკარგება.

სრული დირექტორიის ნახვა

შერჩეული სპეციალისტები

ნაპოვნია 5 სპეციალისტი

მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილები
იოსებ გაბარაევი | legal.ge

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

GBA

ადვოკატი იოსებ გაბარაევი დაიბადა 1981 წლის 24 სექტემბერს ქალაქ გორში. 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2011 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სისხლის სამართლის სპეციალობით. 2022 წელს წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე – „ძალადობით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები“ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2007–2019 წლებში მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატად, სადაც პროფესიული საქმიანობისთვის 2010 და 2015 წლებში გამოეცხადა მადლობა. 2019 წლიდან განაგრძობს კერძო საადვოკატო პრაქტიკას საერთო სპეციალიზაციით. პარალელურად მრავალი წელია ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში. არის გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი და კითხულობს პრაქტიკულ სასწავლო კურსებს, მათ შორის – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას“. 2024 წლის მარტიდან არის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 2024 წლის ოქტომბრიდან – საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი; ასევე, 2025 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი. არის ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. მისი საქმიანობა მოიცავს ადვოკატთა პროფესიული განვითარებისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი, მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ევროპის სამართლის ინსტიტუტის (European Law Institute – ELI) ყოველწლიურ კონფერენციებსა და პროფესიულ შეხვედრებში, მათ შორის მომხსენებლის სტატუსით. 2024 წლიდან არის სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალობით. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი სისხლის სამართლის, სასამართლო უნარ-ჩვევების, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების, ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. პროფესიული განვითარების მიზნით არაერთხელ იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტებით ევროკავშირის ინსტიტუტებში, მათ შორის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში, ევროკომისიაში, ევროკავშირის პარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, სქესობრივი დანაშაულები და საადვოკატო პრაქტიკა.

პროფილის ნახვა
პროფილი
სალომე კობერიძე | legal.ge

სალომე კობერიძე

იურისტი

სალომე კობერიძე არის Strategic Counsel Group-ის პარტნიორი 10 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით საკორპორაციო და სამოქალაქო სამართლის სფეროებში. მისი საქმიანობა მოიცავს ბიზნეს პროცესების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, სასამართლოში წარმომადგენლობის ჩათვლით. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა სხვადასხვა სექტორში ოპერირებად მსხვილ ორგანიზაციებში მუშაობისას, მათ შორის, შპს „ჯიარ ლოგისტიკში“ (სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია), შპს „საქართველოს ფოსტასა“ და სავაჭრო მარკეტების ქსელ შპს “გვირილა რითეილში”, სადაც პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციების საქმიანობის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერაზე. პარალელურად სალომე კობერიძე ეწევა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას, არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი და დოქტორანტი, მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიურ პროექტებსა და სამართლებრივ კვლევებში. სალომე კობერიძე არის არაერთი სტატიის ავტორი. მისი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო კომპონენტებს, მათ შორის, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლას კადისის უნივერსიტეტში (Cadiz University, Spain) და კვლევით ვიზიტს მაქს პლანკის ინსტიტუტში (Max Planck Institute for Comparative and International Private Law in Hamburg, Germany).

პროფილის ნახვა
პროფილი
გიორგი აბულაძე | legal.ge

გიორგი აბულაძე

იურისტი (PhDc), მედიატორი, ტრენერი

Mediator

პროფესიით იურისტი (სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი) და სოციალური მუშაკი (მაგისტრანტი); ადამიანის უფლებათა სწავლების სერტიფიცირებული ტრენერი. მედიატორად მუშაობს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე. არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების/ბავშვთა უფლებების სფეროში სპეციალიზებული მედიატორი. გავლილი აქვს გადამზადება სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, ასევე, ორგანიზაციული მდგრადობის, კონფლიქტის მართვისა და მედიაციის მიმართულებით.

პროფილის ნახვა
პროფილი
ნუგზარ მოსიძე | legal.ge

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

GBA

განათლება: ნუგზარ მოსიძემ 2020 წლის ივლისში დაასრულა საქართველოს უნივერსიტეტის სამართამცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა. 2020-2022 წლებში მოიპოვა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი. მონაწილეობა მიუღია არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივი დონის პროექტებში როგორიცაა WINNER ( I PLACE) NATIONAL CLIENT COUNSELING COMPETITION FOR STUDENTS (FREE UNIVERSITY) 27 FEBRUARY 2021 საერთაშორისო დონეზე THE LOUIS M.BROWN/FORREST S.MOSTEN INTERNATIONAL CLIENT RODHAM CLINTON SCHOOL OF LAW, SWANSEA UNIVERSITY APRIL 6-10 2021. მრავალწლიანი სამუშაო გამოცდლება მოიცავს როგორც კერძო ისე საჯარო სექტორს კერძოდ: ა(ა) იპ ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი 01.07.2017 – 15.08.2017; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი 2019 — 2020 წლები; ჰოლდინგი “არეა ენთერფრაისის” (სამშენებლო კომპანია) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი 10.01.2021 - 15.01.2023; გეოდეზიური კომპანია ჯითი სარვეი • GT SURVEY მთავარი იურისტი 01.02.2023 — დღემდე; HARMONY DEVELOPMENT. მთავარი იურისტი 01.04.2024 - დღემდე; DEVELOPMENT COMPANY “MOMA LIV” კორპორატიული იურისტი 25.02.2025 - დღემდე; იურიდიული კომპანია LEGALIS - ლიგალის დამფუძნებელი და მთავარი იურისტი

პროფილის ნახვა
პროფილი
ნიკა ზოიძე | legal.ge

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

2025 წელს დავასრულე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მომენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი; 2025 წელს ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრატურის საფეხურზე; ჩაბარებული მაქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო სპეციალიზაცია); ვარ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი; 2023-2024 წლებში ვმუშობდი უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე; 2023-2024 წლებში გავიარე სტაჟირება ბსუ-ს იურიდიულ კლინიკაში; 2024 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 1 მარტამდე ვმუშაობდი შპს "ბათუმის სამედიცინო ცენტრში" იურისტის პოზიციაზე; 2026 წლის 2 მარტიდან - დღემდე ვმუშაობ თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისში.

პროფილის ნახვა
პროფილი