Legal.geLegal.ge
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.geLegal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ტრენინგები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

დაბრუნდი პანელზე

კითხვიდან შერჩეული შედეგები

ვიპოვეთ სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ

გადახედე ამოცნობილ მიმართულებებს, აირჩიე 1-3 სპეციალისტი და გაუგზავნე ერთი კითხვა შერჩეულ სპეციალისტს/სპეციალისტებს.

როგორ შეირჩა სია

სისტემამ კითხვა შეადარა სამართლის მიმართულებებს და აჩვენა სპეციალისტები, რომლებსაც ამ თემებზე მუშაობენ.

შენი აღწერილი პრობლემა

მაქს. 3 სპეციალისტი

მჭირდება იურიდიული დახმარება: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ", მუხლი 21.

 

ამოცნობილი მიმართულება

სისხლის სამართალი › ძალადობრივი დანაშაულები და ადამიანის უფლებებიჯანდაცვის და ფარმაცევტული სამართალი › პაციენტის უფლებები და სამედიცინო პასუხისმგებლობაინტელექტუალური საკუთრების სამართალი › საავტორო უფლებები
მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილებიშეგიძლია ერთდროულად 3-მდე სპეციალისტს მისწეროკითხვა ინახება კონფიდენციალურად
მაქს. 3 სპეციალისტიშესაბამისი მიმართულებები:სისხლის სამართალი › ძალადობრივი დანაშაულები და ადამიანის უფლებები · ჯანდაცვის და ფარმაცევტული სამართალი › პაციენტის უფლებები და სამედიცინო პასუხისმგებლობა · ინტელექტუალური საკუთრების სამართალი › საავტორო უფლებები

აირჩიე სპეციალისტები, ვისაც კითხვა გაეგზავნება

ბარათზე დაჭერით მონიშნავ სპეციალისტს. პროფილის ნახვა შეგიძლია ცალკე გახსნილი ბმულით, ხოლო კითხვა ამ გვერდზე არ დაიკარგება.

სრული დირექტორიის ნახვა

შერჩეული სპეციალისტები

ნაპოვნია 9 სპეციალისტი

მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილები
ლიანა ზაგაშვილი | legal.ge

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

ექსპერტი

ლიანა ზაგაშვილი არის იურისტი საქართველოდან, რომელმაც 2020 წელს დაასრულა ბაკალავრიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2022 წელს მას მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტში 2023 წლიდან განაგრძო სადოქტორო საფეხურზე სწავლება. მისი გამოცდილება აერთიაბებს, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო დაწესებულებიდან მიღებულ ცოდნას. ორჯერ იყო ნომინირებული Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და იმყოფებოდა დოქტორანტურის საფეხურზე კვლევისათვის, 2025 წელს კვიპროსში, Open University-ში და 2026 წელს ესპანეთში, Universidad de Cadiz. ლიანა არაერთი დასაქმებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციაზე სხვადასხვა დაწესებულებებში და 2020 წლიდან იკავებს უმაღლესს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტის პოზიციას. მისი კვლევის სფერო წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტსა და საავტორო უფლებების დაცვას ლიტერატურული ნაწარმოების ფარგლებში. მას არაერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების თემატიკაზე.

პროფილის ნახვა
პროფილი
იოსებ გაბარაევი | legal.ge

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

GBA
ავტორი

ადვოკატი იოსებ გაბარაევი დაიბადა 1981 წლის 24 სექტემბერს ქალაქ გორში. 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2011 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სისხლის სამართლის სპეციალობით. 2022 წელს წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე – „ძალადობით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები“ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2007–2019 წლებში მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატად, სადაც პროფესიული საქმიანობისთვის 2010 და 2015 წლებში გამოეცხადა მადლობა. 2019 წლიდან განაგრძობს კერძო საადვოკატო პრაქტიკას საერთო სპეციალიზაციით. პარალელურად მრავალი წელია ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში. არის გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი და კითხულობს პრაქტიკულ სასწავლო კურსებს, მათ შორის – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას“. 2024 წლის მარტიდან არის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 2024 წლის ოქტომბრიდან – საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი; ასევე, 2025 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი. არის ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. მისი საქმიანობა მოიცავს ადვოკატთა პროფესიული განვითარებისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი, მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ევროპის სამართლის ინსტიტუტის (European Law Institute – ELI) ყოველწლიურ კონფერენციებსა და პროფესიულ შეხვედრებში, მათ შორის მომხსენებლის სტატუსით. 2024 წლიდან არის სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალობით. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი სისხლის სამართლის, სასამართლო უნარ-ჩვევების, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების, ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. პროფესიული განვითარების მიზნით არაერთხელ იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტებით ევროკავშირის ინსტიტუტებში, მათ შორის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში, ევროკომისიაში, ევროკავშირის პარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, სქესობრივი დანაშაულები და საადვოკატო პრაქტიკა.

პროფილის ნახვა
პროფილი
სალომე მიქაუტაძე | legal.ge

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

GBA

განათლება ბაკალავრი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2012-2016 - ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნე მაგისტრანტი - კავკასიის უნივერსიტეტი - 2016-2019 - სამართალი, სამართალმცოდნე სამუშაო გამოცდილება ადვოკატი - საერთო სპეციალიზაცია (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი) , მათ შორის დამატებითი სპეციალიზაციები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვის უფლებებში. ვმუშაობ წარმატებით სამართლის ყველა მიმართულებით. გთავაზობთ, წარმომადგენლობას საგამოძიებო ორგანოებში, კერძო და საჯარო დაწესებულებებში, სასამართლოში, კვალიფიციურ კონსულტაციებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტებზე მუშაობას. აქტიურად ვთანამშრომლობ კერძო კომპანიებთან, ბიზნეს სამართლის მიმართულებით გთავაზობთ მომსახურებას. ჩემი გამოცდილება ადვოკატობამდე მოიცავს, იურისტად მუშაობას სხვადასხვა კერძო კომპანიასთან. ასევე აქტიურად ვიყავი ჩართული საიას სხვადასხვა პროექტში. 2014 წლიდან ვარ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. ვატარებ ტრენინგებს სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის სამართლის მოთხოვნად თემებზე.

პროფილის ნახვა
პროფილი
ლექსო სვიმონიშვილი | legal.ge

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

GBA

ლექსო სვიმონიშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატია. მას აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ამ სფეროში. პრაქტიკის განმავლობაში ჩართული იყო არაერთ მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეში, რომელთა დიდი ნაწილი წარმატებით დასრულდა. მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქმის დეტალურ შესწავლას და დაცვის ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვას. მისთვის მნიშვნელოვანია კლიენტთან ღია და გულწრფელი ურთიერთობა - ცდილობს, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს განცდა, რომ მისი საქმე ნამდვილად მნიშვნელოვანია და პროცესში გვერდით ჰყავს სანდო და ერთგული დამცველი. 2022 წლიდან არის იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს წევრი ადვოკატი. ჩაბარებული აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდა. გამოირჩევა პრინციპულობითა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით.

პროფილის ნახვა
პროფილი
სალომე კობერიძე | legal.ge

სალომე კობერიძე

იურისტი

სალომე კობერიძე არის Strategic Counsel Group-ის პარტნიორი 10 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით საკორპორაციო და სამოქალაქო სამართლის სფეროებში. მისი საქმიანობა მოიცავს ბიზნეს პროცესების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, სასამართლოში წარმომადგენლობის ჩათვლით. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა სხვადასხვა სექტორში ოპერირებად მსხვილ ორგანიზაციებში მუშაობისას, მათ შორის, შპს „ჯიარ ლოგისტიკში“ (სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია), შპს „საქართველოს ფოსტასა“ და სავაჭრო მარკეტების ქსელ შპს “გვირილა რითეილში”, სადაც პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციების საქმიანობის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერაზე. პარალელურად სალომე კობერიძე ეწევა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას, არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი და დოქტორანტი, მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიურ პროექტებსა და სამართლებრივ კვლევებში. სალომე კობერიძე არის არაერთი სტატიის ავტორი. მისი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო კომპონენტებს, მათ შორის, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლას კადისის უნივერსიტეტში (Cadiz University, Spain) და კვლევით ვიზიტს მაქს პლანკის ინსტიტუტში (Max Planck Institute for Comparative and International Private Law in Hamburg, Germany).

პროფილის ნახვა
პროფილი
ნესტან ანანიძე | legal.ge

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

სისხლის სამართლის ლიცენზირებული ადვოკატი, სპეციალიზებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის 5 წელზე მეტი გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო საქმიანობას, ისე სასამართლო სისტემაში მუშაობას. მისი პროფესიული საქმიანობა ეფუძნება კლიენტის უფლებების ეფექტიან დაცვას, ეთიკურ სტანდარტებსა და მაღალი ხარისხის სამართლებრივ მომსახურებას. სამუშაო გამოცდილება 2026 წლის იანვრიდან მუშაობს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ბიუროში ადვოკატად. 2022-2025 წლებში მუშაობდა სამოქალაქო ორგანიზაციაში იურისტად. 2021-2022 წლებში კი სტაჟირება გაიარა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ხულოს მაგისტრატ სასამართლოში. განათლება სისხლის სამართლის მაგისტრი, წითელი დიპლომი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2022-2024 წწ); სამართლის ბაკალავრის ხარისხი, წითელი დიპლომი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2017-2021 წწ).

პროფილის ნახვა
პროფილი
ნიკა ზოიძე | legal.ge

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

2025 წელს დავასრულე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მომენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი; 2025 წელს ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრატურის საფეხურზე; ჩაბარებული მაქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო სპეციალიზაცია); ვარ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი; 2023-2024 წლებში ვმუშობდი უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე; 2023-2024 წლებში გავიარე სტაჟირება ბსუ-ს იურიდიულ კლინიკაში; 2024 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 1 მარტამდე ვმუშაობდი შპს "ბათუმის სამედიცინო ცენტრში" იურისტის პოზიციაზე; 2026 წლის 2 მარტიდან - დღემდე ვმუშაობ თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისში.

პროფილის ნახვა
პროფილი
გიორგი ფანცულაია | legal.ge

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

GBA

გიორგი ფანცულაია არის სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატი და იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს დამფუძნებელი და დირექტორი. 2025 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. აქვს 13-წლიანი წარმატებული საადვოკატო პრაქტიკა სისხლის სამართლის სფეროში. პროფესიული საქმიანობის მანძილზე მონაწილეობდა განსაკუთრებით რთულ და რეზონანსულ საქმეებში, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების, დეკანოზ გ.მ.-ის ე.წ. „ციანიდის“, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“, „კავკასიის ავტო იმპორტის“ საქმეებში, ასევე კლუბ „ბასიანის“ სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირების, ნამახვანჰესის პროტესტთან დაკავშირებულ საქმეებში და სხვადასხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან პროცესებში. მუშაობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კეთილსინდისიერებას, პროფესიულ ეთიკას და კლიენტის ინტერესების თანმიმდევრულ დაცვას. გიორგი ფანცულაიას აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების პრაქტიკა. ასევე ფლობს მედიასთან ურთიერთობის მრავალწლიან გამოცდილებას და ხშირად მონაწილეობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე საჯარო განხილვებსა და პროფესიულ დისკუსიებში. 2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი. 2016 წელს წარმატებით ჩააბარა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდა. გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, აქტიურად არის ჩართული პროფესიულ და საგანმანათლებლო პროექტებში. 2014–2015 წლებში იყო მიწვეული ტრენერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპარლამენტო დებატების მიმართულებით. 2014 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი იურისტებს შორის საპარლამენტო დებატებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ეგიდით. 2010 წელს წარმატებით ჩააბარა საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2010–2014 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის მნიშვნელოვან პროექტებში. გიორგი ფანცულაიამ სამართლის მაგისტრის ხარისხი წარჩინებით მოიპოვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხოლო უფრო ადრე წარჩინებით დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატი. გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის სასწავლო ცენტრის განგრძობადი განათლების კურსები სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

პროფილის ნახვა
პროფილი
მარიამ ჯორბენაძე | legal.ge

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

GBA

2024 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავასრულე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2022-2023 წლებში ვიყავი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი. 2023-2025 წლებში ვიყავი პარალეგალი აჭარის რეგონში. 2026 წლიდან ვარ ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

პროფილის ნახვა
პროფილი