LegalGELegalGE
ჩვენ შესახებსპეციალისტებიორგანიზაციებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიორგანიზაციებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
LEGAL.GELEGAL.GE

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • სერვისები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ტრენინგები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

დაბრუნდი პანელზე

კითხვიდან შერჩეული შედეგები

ვიპოვეთ სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ

გადახედე ამოცნობილ მიმართულებებს, აირჩიე 1-3 სპეციალისტი და გაუგზავნე ერთი კითხვა შერჩეულ სპეციალისტს/სპეციალისტებს.

როგორ შეირჩა სია

სისტემამ კითხვა შეადარა სამართლის მიმართულებებს და აჩვენა სპეციალისტები, რომლებსაც ამ თემებზე მუშაობენ.

შენი აღწერილი პრობლემა

მაქს. 3 სპეციალისტი

უკანონო გათავისუფლება სამსახურიდან: კომპენსაცია, აღდგენა და სარჩელის ვადები 2026 — შრომის სამართალი

 

ამოცნობილი მიმართულება

შრომის სამართალი › შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და შემცირებადავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა
მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილებიშეგიძლია ერთდროულად 3-მდე სპეციალისტს მისწეროკითხვა ინახება კონფიდენციალურად
მაქს. 3 სპეციალისტიშესაბამისი მიმართულებები:შრომის სამართალი › შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და შემცირება · დავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა

აირჩიე სპეციალისტები, ვისაც კითხვა გაეგზავნება

ბარათზე დაჭერით მონიშნავ სპეციალისტს. პროფილის ნახვა შეგიძლია ცალკე გახსნილი ბმულით, ხოლო კითხვა ამ გვერდზე არ დაიკარგება.

სრული დირექტორიის ნახვა

შერჩეული სპეციალისტები

ნაპოვნია 6 სპეციალისტი

მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილები
იოსებ გაბარაევი | legal.ge

იოსებ გაბარაევი

ადვოკატი

GBA

დავიბადე 1981 წლის 24 სექტემბერს ქ. გორში. ვარ დაქორწინებული მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ვცხოვრობ ქ. გორში შინდისის გზ. № 1ა/55-ში. ტელეფონი: 595 900 411; Email: s.gabaraevi@gmail.com; 1987-1998 წლებში ვსწავლობდი ქ. გორის მე-10 საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდგომ სწავლა გავაგრძელე გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დავამთავრე 2003 წელს. შემდეგ სწავლა გავაგრძელე გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასპირანტურის განყოფილებაში სისხლის სამართლის სპეციალობით, რომელმაც შეწყვიტა ფუნქციონირება და ვერ დავასრულე განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შედეგად. თუმცა 2011 წელს სწავლა გავაგრძელე ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სისხლის სამართლის სპეციალობით და 2022 წლის ივლისის თვეში წარმატებით დავიცავი დისერტაცია თემაზე ,,ძალადობით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები.“ და მომენიჭა სამართლის დოქტორის აკადმიური ხარისხი; სხვადასხვა დროს მონაწილოება მაქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში და ვარ რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი. რაც შეეხება ჩემს პრაქტიკულ საქმიანობას, 2004 წლიდან ვეწეოდი კერძო საადვოკატო პრაქტიკას. ამავდროულად ვმუშაობდი გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებელად (დღემდე ვმუშაობ მოწვეულ სპეციალისტად) და ვუძღვები დღესაც რამდენიმე პრაქტიკულ კურსს მათ შორის დღემდე ვუძღვები საგანმანათლებლო კურსს ,,არასრულწლოვანთა მართლმასჯულება“. 2007 წლიდან 2019 წლის 19 ნოემბრამდე ვმუშაობდი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროში ადვოკატად და სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ 2010 და 2015 წელს გამომეცხადა მადლობა. 2019 წლის 19 ნოემბრიდან ვაგრძელებ კერძო საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით. 2024 წლის მარტის თიდან ვარ თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი აკადემიური ნიშნით, ხოლო 2024 წლის 28 ოქტომბრიდან კი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი. ვარ ასევე ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, რომლის ძირითადი საქმიანობის მიმართულებაა ადვოკატის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება მიმდინარე სამართლებრივ-საკანონმდებლო ცვლილებებსა და პრობლემებზე, ასევ სასწავლო ვიზიტების, ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება ადოვოკატებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საღვარგარეთ. (დეტალურად იხ. www.glip.ge ) სხვადასხვა დროს ჩაბარებული მაქვს ადვოკატთა, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკავლიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით. გავლილი მაქვს არაერთი ტრენინგი სასამართლო უნარ-ჩვევებში და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების შესახებ; ასევე ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ და სამართლებრივი მართლწერის სახითხებზე. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გასული სამი წლის განმავლობაში მქონდა რამდენიმე სასწავლო ვიზიტი საზღვარგარეთ, მათ შორის სასწავლო პრაქტიკული ვიზიტი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში, ევროკომისიაში, ევროკავშირის პარლამეტსა და ევროკავშირის საბჭოში. ასევე სხვდასხვა დროს მონაწილეობა მივიღე ევროპის სამართლის ინსტიტუტის (EUROPEAN LAW INSTITUTE) ყოველწლიურ კონფერენციაში და შეხვედრებში მათ შორის მომხსენებლის სტატუსით.

პროფილის ნახვა
პროფილი
სალომე მიქაუტაძე | legal.ge

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

GBA

განათლება ბაკალავრი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2012-2016 - ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნე მაგისტრანტი - კავკასიის უნივერსიტეტი - 2016-2019 - სამართალი, სამართალმცოდნე სამუშაო გამოცდილება ადვოკატი - საერთო სპეციალიზაცია (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი) , მათ შორის დამატებითი სპეციალიზაციები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვის უფლებებში. ვმუშაობ წარმატებით სამართლის ყველა მიმართულებით. გთავაზობთ, წარმომადგენლობას საგამოძიებო ორგანოებში, კერძო და საჯარო დაწესებულებებში, სასამართლოში, კვალიფიციურ კონსულტაციებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტებზე მუშაობას. აქტიურად ვთანამშრომლობ კერძო კომპანიებთან, ბიზნეს სამართლის მიმართულებით გთავაზობთ მომსახურებას. ჩემი გამოცდილება ადვოკატობამდე მოიცავს, იურისტად მუშაობას სხვადასხვა კერძო კომპანიასთან. ასევე აქტიურად ვიყავი ჩართული საიას სხვადასხვა პროექტში. 2014 წლიდან ვარ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. ვატარებ ტრენინგებს სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის სამართლის მოთხოვნად თემებზე.

პროფილის ნახვა
პროფილი
ლექსო სვიმონიშვილი | legal.ge

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

GBA

ლექსო სვიმონიშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატია. მას აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ამ სფეროში. პრაქტიკის განმავლობაში ჩართული იყო არაერთ მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეში, რომელთა დიდი ნაწილი წარმატებით დასრულდა. მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქმის დეტალურ შესწავლას და დაცვის ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვას. მისთვის მნიშვნელოვანია კლიენტთან ღია და გულწრფელი ურთიერთობა - ცდილობს, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს განცდა, რომ მისი საქმე ნამდვილად მნიშვნელოვანია და პროცესში გვერდით ჰყავს სანდო და ერთგული დამცველი. 2022 წლიდან არის იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს წევრი ადვოკატი. ჩაბარებული აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდა. გამოირჩევა პრინციპულობითა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით.

პროფილის ნახვა
პროფილი
ნუგზარ მოსიძე | legal.ge

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

GBA

განათლება: ნუგზარ მოსიძემ 2020 წლის ივლისში დაასრულა საქართველოს უნივერსიტეტის სამართამცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა. 2020-2022 წლებში მოიპოვა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი. მონაწილეობა მიუღია არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივი დონის პროექტებში როგორიცაა WINNER ( I PLACE) NATIONAL CLIENT COUNSELING COMPETITION FOR STUDENTS (FREE UNIVERSITY) 27 FEBRUARY 2021 საერთაშორისო დონეზე THE LOUIS M.BROWN/FORREST S.MOSTEN INTERNATIONAL CLIENT RODHAM CLINTON SCHOOL OF LAW, SWANSEA UNIVERSITY APRIL 6-10 2021. მრავალწლიანი სამუშაო გამოცდლება მოიცავს როგორც კერძო ისე საჯარო სექტორს კერძოდ: ა(ა) იპ ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი 01.07.2017 – 15.08.2017; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი 2019 — 2020 წლები; ჰოლდინგი “არეა ენთერფრაისის” (სამშენებლო კომპანია) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი 10.01.2021 - 15.01.2023; გეოდეზიური კომპანია ჯითი სარვეი • GT SURVEY მთავარი იურისტი 01.02.2023 — დღემდე; HARMONY DEVELOPMENT. მთავარი იურისტი 01.04.2024 - დღემდე; DEVELOPMENT COMPANY “MOMA LIV” კორპორატიული იურისტი 25.02.2025 - დღემდე; იურიდიული კომპანია LEGALIS - ლიგალის დამფუძნებელი და მთავარი იურისტი

პროფილის ნახვა
პროფილი
დავით ელისაბედაშვილი | legal.ge

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

დავით ელისაბედაშვილი არის კერძო აღმასრულებელი, რომელსაც სააღსრულებო საქმიანობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. იგი აღნიშნულ სფეროში საქმიანობას 2007 წლიდან ახორციელებს და გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და პრაქტიკული ცოდნით. დავითის პროფესიული კარიერა უკავშირდება თბილისის სააღსრულებო ბიუროს, სადაც მუშაობდა აღმასრულებლის პოზიციაზე. 2009 წლიდან კი საქმიანობას აგრძელებს როგორც კერძო აღმასრულებელი, სადაც წარმატებით ახორციელებს სააღსრულებო საქმიანობას სხვადასხვა კატეგორიის საქმეებზე. იგი არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის თეორიულ და აკადემიურ ცოდნას სამართლის სფეროში. 2016 წლიდან დავითი გახლავთ მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს სალექციო კურსებს სააღსრულებო, სანივთო, ადმინისტრაციული საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიმართულებით. დავითს ასევე აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით — 2019 წლიდან იგი არის აკრედიტაციის ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. მისი პროფესიული განვითარება მოიცავს საერთაშორისო გამოცდილებასაც: 2022 წლიდან არის საერთაშორისო ორგანიზაციის CONNEX – European Collection and Enforcement Network-ის წევრი და საქართველოს წარმომადგენელი. დავითს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი სამართლის სფეროში, რაც მის აკადემიურ და პრაქტიკულ საქმიანობას დამატებით ღირებულებას სძენს.

პროფილის ნახვა
პროფილი
გიორგი ფანცულაია | legal.ge

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

GBA

გიორგი ფანცულაია არის სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატი და იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს დამფუძნებელი და დირექტორი. 2025 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. აქვს 13-წლიანი წარმატებული საადვოკატო პრაქტიკა სისხლის სამართლის სფეროში. პროფესიული საქმიანობის მანძილზე მონაწილეობდა განსაკუთრებით რთულ და რეზონანსულ საქმეებში, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების, დეკანოზ გ.მ.-ის ე.წ. „ციანიდის“, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“, „კავკასიის ავტო იმპორტის“ საქმეებში, ასევე კლუბ „ბასიანის“ სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირების, ნამახვანჰესის პროტესტთან დაკავშირებულ საქმეებში და სხვადასხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან პროცესებში. მუშაობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კეთილსინდისიერებას, პროფესიულ ეთიკას და კლიენტის ინტერესების თანმიმდევრულ დაცვას. გიორგი ფანცულაიას აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების პრაქტიკა. ასევე ფლობს მედიასთან ურთიერთობის მრავალწლიან გამოცდილებას და ხშირად მონაწილეობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე საჯარო განხილვებსა და პროფესიულ დისკუსიებში. 2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი. 2016 წელს წარმატებით ჩააბარა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდა. გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, აქტიურად არის ჩართული პროფესიულ და საგანმანათლებლო პროექტებში. 2014–2015 წლებში იყო მიწვეული ტრენერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპარლამენტო დებატების მიმართულებით. 2014 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი იურისტებს შორის საპარლამენტო დებატებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ეგიდით. 2010 წელს წარმატებით ჩააბარა საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2010–2014 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის მნიშვნელოვან პროექტებში. გიორგი ფანცულაიამ სამართლის მაგისტრის ხარისხი წარჩინებით მოიპოვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხოლო უფრო ადრე წარჩინებით დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატი. გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის სასწავლო ცენტრის განგრძობადი განათლების კურსები სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

პროფილის ნახვა
პროფილი