Legal.ge
„უბრალოდ თავდებად დამიდექი…“ „შენს ბინას მხოლოდ დროებით დავტვირთავთ იპოთეკით…“ „არაფრის გადახდა შენ არ მოგიწევს…“ რამდენად ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს ერთი ასეთი ხელმოწერა? ახალ ინტერვიუში ვისაუბრეთ იმ შემთხვევებზე, როდესაც სხვის დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოდ ჩვენს ფინანსურ ვალდებულებად და ქონებრივ რისკად შეიძლება იქცეს. 🔹 რას ნიშნავს რეალურად თავდებად დადგომა? 🔹 როდის შეიძლება სხვისი ვალის გადახდა თავდებს დაეკისროს? 🔹 შეიძლება თუ არა საკუთარი ქონებით სხვისი ვალის გადახდა? 🔹 რა რისკს იღებს ადამიანი, რომელიც მეგობრის ბიზნესისთვის საკუთარ ბინას იპოთეკით ტვირთავს? 🔹 და რა ხდება, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს სახელზე სესხია გაფორმებული, რომელიც საერთოდ არ აგვიღია? გადაცემაში, იურისტ გოგა ხატიაშვილთან ერთად, სწორედ ამ საკითხებს პრაქტიკული თვალსაზრისით შევეხეთ. ერთი ხელმოწერა შეიძლება უბრალოდ ხელმოწერა არ იყოს. ზოგჯერ ის სხვის ვალდებულებაზე საკუთარ პასუხისმგებლობას ნიშნავს. 🎥 ინტერვიუში ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა ვიცოდეთ მანამდე, სანამ ხელს მოვაწერთ.

სასამართლოში მოგებული საქმე ყოველთვის არ ნიშნავს რეალურად აღდგენილ უფლებას. გაჩერებული ფული ხშირად ნიშნავს შეფერხებულ ბიზნესს.

საერთაშორისო კონფერენცია — „აღმასრულებლის როლის ტრანსფორმაცია თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემაში“.

ბიზნესის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია, ვინ იღებს პასუხისმგებლობას მის პრობლემურ აქტივებზე. როდესაც გაყინული ფინანსური რესურსები აფერხებს კომპანიის განვითარებას, აუცილებელი ხდება პროფესიონალების დროული ჩართულობა. დავით ელისაბედაშვილის სააღსრულებო ბიურო ამ მიმართულებით ქმნის სანდოობისა და ეფექტიანობის სტანდარტს, უზრუნველყოფს სააღსრულებო საკითხების კანონიერ და სტრუქტურირებულ გადაწყვეტას, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს ფაქტობრივ შედეგზე