სტატიებზე დაბრუნება






თემის გზა
სამართალი
როცა სხვისი ვალი შენი ხდება - ერთი ხელმოწერის ფასი
„უბრალოდ თავდებად დამიდექი…“
„შენს ბინას მხოლოდ დროებით დავტვირთავთ იპოთეკით…“
„არაფრის გადახდა შენ არ მოგიწევს…“
რამდენად ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს ერთი ასეთი ხელმოწერა?
ახალ ინტერვიუში ვისაუბრეთ იმ შემთხვევებზე, როდესაც სხვის დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოდ ჩვენს ფინანსურ ვალდებულებად და ქონებრივ რისკად შეიძლება იქცეს.
🔹 რას ნიშნავს რეალურად თავდებად დადგომა?
🔹 როდის შეიძლება სხვისი ვალის გადახდა თავდებს დაეკისროს?
🔹 შეიძლება თუ არა საკუთარი ქონებით სხვისი ვალის გადახდა?
🔹 რა რისკს იღებს ადამიანი, რომელიც მეგობრის ბიზნესისთვის საკუთარ ბინას იპოთეკით ტვირთავს?
🔹 და რა ხდება, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს სახელზე სესხია გაფორმებული, რომელიც საერთოდ არ აგვიღია?
გადაცემაში, იურისტ გოგა ხატიაშვილთან ერთად, სწორედ ამ საკითხებს პრაქტიკული თვალსაზრისით შევეხეთ.
ერთი ხელმოწერა შეიძლება უბრალოდ ხელმოწერა არ იყოს.
ზოგჯერ ის სხვის ვალდებულებაზე საკუთარ პასუხისმგებლობას ნიშნავს.
🎥 ინტერვიუში ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა ვიცოდეთ მანამდე, სანამ ხელს მოვაწერთ.

წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე

შპს vs ინდივიდუალური მეწარმე საქართველოში: რომელია სწორი უცხოელებისთვის (2026)
შპს-სა და ინდივიდუალური მეწარმის სტატუსს შორის არჩევანის გაკეთება საქართველოში ბიზნესის კეთების მსურველი უცხოელებისთვის პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს სახელმძღვანელო ადარებს პირად პასუხისმგებლობას, მცირე ბიზნესის 1%-იან ბრუნვის რეჟიმს მოგებაზე დაფუძნებულ დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან, დაფუძნების ხარჯებთან და დროსთან — და იძლევა მკაფიო წესს, თუ რომელი სტრუქტურა რომელ დამფუძნებელს შეეფერება.

პერსონალური მონაცემების დაცვა ბიზნესისთვის საქართველოში: რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ 2026 წელს
პერსონალური მონაცემების დაცვა ბიზნესისთვის საქართველოში: რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ 2026 წელს
შესავალი: რა შეიცვალა 2026 წლის 2 მარტს? 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდა და მისი ფუნქციები - ზედამხედველობა, შემოწმებები, ინციდენტების განხილვა, სუბიექტების განცხადებების მიღება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა. ეს ცვლილება ღია კითხვებს ბადებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სპეციალიზებული, ცალ-ცალკე ჩამოყალიბებული ინსტიტუცია იყო, ხოლო სახელწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადიმანდატი სახელმწიფო ფინანსების კონტროლია. ახალი სტრუქტურის სპეციალიზებული კომპეტენციადა სიჩქარე ჯერ კიდევ გამოსაცდელია. ბიზნესმა და სამოქალაქო სექტორმა ამ განვითარებასყურადღებით უნდა ადევნოს თვალი. რა არ შეიცვალა: კანონის მოთხოვნები - ვალდებულებები, ჯარიმები, სუბიექტების უფლებები - სრულ ძალაშია. ოფიციალური საკონტაქტო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური - sao.ge
ნაწილი I: ვის ეხება კანონი?
კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ვრცელდება ყველა პირსა თუ ორგანიზაციაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ავტომატური ან ნახევრად ავტომატური საშუალებებითამუშავებს მონაცემებს; ან საქართველოს ფარგლებს გარეთ არის დაფუძნებული, მაგრამ საქართველოში არსებულიტექნიკური საშუალებებით ამუშავებს ადგილობრივ მონაცემებს. ეს ნიშნავს, რომ კანონი ეხება: ყველა კომპანიას, დაწესებულებას, სადაც მიმდინარეობს ადამიანის პერსონალური მონაცემების დამუშავება. ვიდეო, აუდიომონიტორინგი . გამონაკლისი: ფიზიკური პირის სრულიად პირადი და საოჯახო საქმიანობა, რომელსაც სამეწარმეოან პროფესიულ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. ამასთან, კანონის მოქმედება არ ვრცელდება იურიდიული პირის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. კანონის ორიენტირი არის ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემები.

განქორწინება საქართველოში: პროცედურა, ვადები და ადვოკატის როლი
განქორწინება შესაძლებელია ნოტარიულად (ორმხრივი შეთანხმებით) ან სასამართლოს გზით. სტატია ხსნის პროცედურას, საჭირო დოკუმენტებსა და ვადებს, ალიმენტისა და საერთო ქონების გაყოფის წესებს, ბავშვის მეურვეობას და იმას, თუ როდის არის ადვოკატი აუცილებელი.

რატომ არ იღებენ საბანკო ანგარიშებს 2026 წელს საქართველოში და როგორ შემიძლია მათი გახსნა?
2026 წელს, ანგარიშის გახსნა ქართულ ბანკში უფრო გართულდა: ბანკებმა თავიანთი პროცედურები FATF სტანდარტებს შეუსაბამეს და მოითხოვენ თანხების წყაროსა და ანგარიშის დანიშნულების დადასტურებას. ეს სტატია განმარტავს, თუ რატომ ეუბნებიან არარეზიდენტებს უარს, რა დოკუმენტები უნდა მოამზადონ და როგორ ჩააბარონ KYC ტესტი საქართველოს ბანკსა და TBC-ში პირველად.

აქვს თუ არა ბანკებს უფლება დაბლოკოს კლიენტის ანგარიშები ?
როდესაც კლიენტი სრულყოფილად თანამშრომლობს ბანკთან, კეთილსინდისიერად ავსებს შესაბამის კითხვარებს, წარადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას და დამატებითაც გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს მიაწოდოს ბანკს საჭირო ინფორმაცია, ცხადია, ანგარიშის დახურვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლება: სად გადის ზღვარი შემოქმედებასა და ალგორითმს შორის
ბლოგი ეხება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტის ავტორობის საკითხს. რა ზღვარია შემოქმედებითობასა და ალგორითმის გამოყენებას შორის. რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა იმ შემთხვევაში თუ ქმნის პროდუქტს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

