საოქმო ჩანაწერიმეორე კოლეგიამიღებულია არსებითად განსახილველად

N2/3/370· 29.03.2006

მოსარჩელეები: დარეჯან მთვარელიშვილი, ელენე ფერაძე, ნელი კალანდაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, ზაირა ნატროშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 53^3 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

განხილული საკითხები

  • მიიღო თუ არა საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად სარჩელი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53^3 მუხლის წინააღმდეგ?
  • კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება

    დასაშვებია

    სარჩელი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

    შეფასების სტანდარტი:
    სარჩელის ფორმალური მოთხოვნებისა და კანონით გათვალისწინებული დაუშვებლობის საფუძვლების შემოწმება
    გამოყენების ფარგლები:
    სარჩელი მიღებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53^3 მუხლის კონსტიტუციურობის შესამოწმებლად კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.

სადავო ნორმები და შედეგი

აქტის სრული ტექსტი

28 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (9 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

2. ოთარ ბენიძე – წევრი;

3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;

4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.

სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.

საქმის დასახელება: მოსარჩელეები: დარეჯან მთვარელიშვილი, ელენე ფერაძე, ნელი კალანდაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, ზაირა ნატროშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 53^3 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა ჯგუფის წარმომადგენელი შალვა თოიძე.

სრული ტექსტი

§9

,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ

III. სარეზოლუციო ნაწილი

§10

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

§11

2006 წლის 16 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №370) მომართეს მოსარჩელეებმა: დარეჯან მთვარელიშვილმა, ელენე ფერაძემ, ნელი კალანდაძემ, იოსებ ნაცვლიშვილმა, ზაირა ნატროშვილმა და მოითხოვეს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 53^3 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.

§12

კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ასევე ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

§13

კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.

§14

იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,

§15

საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ა დ გ ე ნ ს :

1.

მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოსარჩელეების: დარეჯან მთვარელიშვილის, ელენე ფერაძის, ნელი კალანდაძის, იოსებ ნაცვლიშვილისა და ზაირა ნატროშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 53^3 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით;

2.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;

3.

საქმის არსებითად განხილვა დაიწყება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

4.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შემადგენლობა და ხელმოწერები (8 პარაგრაფი)

კოლეგიის წევრები:

1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

2. ოთარ ბენიძე

3. ლამარა ჩორგოლაშვილი

4. ზაურ ჯინჯოლავა

ასლი დედანთან სწორია

საქართველოს საკონსტიტუციო

სასამართლოს მდივანი იაკობ ფუტკარაძე

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.