N2/6/390· 16.06.2006
მოსარჩელეები: სულიკო მაშია და რუსუდან გოგია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53^3 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი
სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტშიგანხილული საკითხები
- მიიღო თუ არა სასამართლომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53^3 მუხლის კონსტიტუციურობის სადავო სარჩელი არსებითად განსახილველად?
- შეიძლება თუ არა არსობრივად იდენტური დავის საგნის მქონე კონსტიტუციური სარჩელების ერთ საქმედ გაერთიანება?
კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება
დასაშვებიასარჩელი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
- შეფასების სტანდარტი:
- სარჩელის ფორმალური მოთხოვნებისა და კანონით გათვალისწინებული დაუშვებლობის საფუძვლების შემოწმება
- გამოყენების ფარგლები:
- განხილვა შეეხება სადავო მუხლის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელების გაერთიანება
პროცესუალურიარსობრივად იდენტური დავის საგნის გამო №390 სარჩელი №370 და №382 სარჩელებთან ერთ საქმედ გაერთიანდა.
- შეფასების სტანდარტი:
- დავის საგნების არსობრივი იდენტურობა
- გამოყენების ფარგლები:
- გაერთიანებული სარჩელები ერთობლივად განიხილება არსებითად.
სადავო ნორმები და შედეგი
- პროცესუალური / დასაშვებობა
აქტის სრული ტექსტი
30 პარაგრაფისატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (9 პარაგრაფი)
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე - წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი - მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოსარჩელეები: სულიკო მაშია და რუსუდან გოგია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53^3 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები: სულიკო მაშია და რუსუდან გოგია.
სრული ტექსტი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 1 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №390) მომართეს მოსარჩელეებმა სულიკო მაშიამ და რუსუდან გოგიამ და მოითხოვეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53^3 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2006 წლის 29 მარტის და 10 მაისის განმწესრიგებელი სხდომების საოქმო ჩანაწერებით (№2/3/370; №2/4/382) არსებითად განსახილველად მიღებულ 370-ე და 382-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი, ვინაიდან, დასახელებულ სამივე კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანი არსობრივად იდენტურია.
კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,
III. სარეზოლუციო ნაწილი
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ა დ გ ე ნ ს :
მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოსარჩელეების სულიკო მაშიას და რუსუდან გოგიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53^3 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით;
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდეს 370-ე და 382-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული;
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
შემადგენლობა და ხელმოწერები (8 პარაგრაფი)
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2. ოთარ ბენიძე
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი იაკობ ფუტკარაძე
წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.

