Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიბუნებრივი გაზის სექტორში
ლექსიკონი

ბუნებრივი გაზის სექტორში

კანონში განსაზღვრული 9 განმარტება

წყაროები:ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ · მუხლი 3ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ · მუხლი 3ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ · მუხლი 3ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ · მუხლი 3ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ · მუხლი 3ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ · მუხლი 3ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ · მუხლი 3ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ · მუხლი 3ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ · მუხლი 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 3

ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და საჭიროების შემთხვევაში მის განვითარებაზე, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ბუნებრივი გაზის განაწილებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 3

ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და განვითარებაზე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ბუნებრივი გაზის გადაცემასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 3

ვერტიკალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმო − ერთი მხრივ, ბუნებრივი გაზის გადაცემის, განაწილების ან/და შენახვის სულ ცოტა ერთი ფუნქციის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობის ოპერირების და, ამავდროულად, მეორე მხრივ, ბუნებრივი გაზის წარმოების ან/და მიწოდების სულ ცოტა ერთი ფუნქციის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო ან ბუნებრივი გაზის საწარმოთა ჯგუფი, რომელთა პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლზე უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან ერთი და იგივე პირი/პირები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 3

ბუნებრივი გაზის სისტემებზე დაშვებისა და ბუნებრივი გაზისგადამცემი და გამანაწილებელი ქსელების, ბუნებრივი გაზის საცავის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების (ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის თავისი ფუნქციების განსახორციელებლად დარეზერვებული მოწყობილობების გარდა) ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, დატვირთვის დაბალანსება, ინერტული აირების შერევა და სისტემაში შეშვება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 3

ბუნებრივი გაზის მაქსიმალური ნაკადი, გამოხატული კუბური მეტრით (ან ენერგიის ერთეულით) დროის ერთეულში, რომელზე უფლებაც ენიჭება ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეს გადამცემი სისტემის ოპერატორთან, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 3

მილსადენი, რომელიც ბუნებრივი გაზის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან აკავშირებს, ან ბუნებრივი გაზის მწარმოებლისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის დამაკავშირებელი მილსადენი, რომლითაც ხორციელდება მათი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით პირდაპირი და უშუალო მომარაგება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 3

ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებსა და მეზობელ ბუნებრივი გაზის სისტემებში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად საქართველოს ან მეზობელი ქვეყნის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ფიზიკური ნაკადის გადაცემა საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 3

ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის საშუალებით (მათ შორის, ლოკალურად მოწყობილი ქსელის საშუალებით, რომელიც არ არის მიერთებული გადამცემ ქსელთან) საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით (გარდა მიწოდებისა)

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 3

ორგანიზებული, საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარი (ბირჟა), სადაც ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)