ავიაგადამზიდველებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია მეიჯარის საჰაერო ხომალდის მოქმედი ექსპლუატანტის სერტიფიკატის შესაბამისად ხორციელდება; ჰ 31 ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი − საფრენი აპარატი (გარდა EASA-ს მიერ სერტიფიცირებული საფრენი აპარატისა), რომელშიც არის არაუმეტეს 2 სავარძლისა, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას არ აღემატება 600 კგ-ს, ხოლო წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას − 650 კგ-ს და რომლის კლასიფიცირებას ახდენს და დამატებით ტექნიკურ მახასიათებლებს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო; [ ჰ 32 ) კეიპტაუნის კონვენცია − „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენცია, რომელიც აერთიანებს „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციასა და ამ კონვენციის ოქმს „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“
