ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო − ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და საჭიროების შემთხვევაში მის განვითარებაზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ელექტროენერგიის განაწილებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე
ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და განვითარებაზე, აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე
ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმო − ერთი მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის ან/და განაწილების სულ ცოტა ერთი ფუნქციის და, ამავდროულად, მეორე მხრივ, ელექტროენერგიის წარმოების ან/და მიწოდების სულ ცოტა ერთი ფუნქციის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო ან ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ჯგუფი, რომელთა პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლზე უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან ერთი და იგივე პირი/პირები
ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან აკავშირებს, ან ელექტროენერგიის მწარმოებლისა და ელექტროენერგიის მიმწოდებლის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც ხორციელდება მათი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლების ელექტროენერგიით პირდაპირი და უშუალო მომარაგება
ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებსა და მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემებში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად საქართველოს ან მეზობელი ქვეყნის მიმართულებით განხორციელებული ელექტროენერგიის ფიზიკური გადადინება საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში
ელექტროენერგიის ტრანსპორტირება დაბალი და საშუალო ძაბვის (0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელები) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელით საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით (გარდა მიწოდებისა)
ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, სიხშირის რეგულირება, ძაბვის კონტროლი და მიწოდების აღდგენა
ელექტროენერგიის მაქსიმალური მოცულობა, გამოხატული სიმძლავრის ერთეულში (მეგავატში), რომელზე უფლებაც ელექტროენერგეტიკული სისტემით მოსარგებლეს ენიჭება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად
ორგანიზებული, საბითუმო ელექტროენერგიის ბაზარი (ბირჟა), სადაც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება საათობრივად, ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს